მედიატორი
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მშვიდი ან მოკრძალებული მოეჩვენონ გარშემომყოფებს, INFP პიროვნების ტიპის (მედიატორი) ადამიანებს უგრუნდებათ სიცოცხლით სავსე, მგზნებარე შინაგანი სამყარო. კრეატიული და წარმოსახვითი, ისინი ხშირად იძირებიან ოცნებებში, იგონებენ მრავალგვარ ამბავსა და დიალოგს გონებაში. INFP-ები განსაკუთრებით ცნობილები არიან მათი მგრძნობიარობით – მათ შეუძლიათ ღრმა ემოციური რეაქციის განცდა მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ბუნებაზე ან ადამიანებზე მათ გარშემო. ისინი ცნობილები არიან, როგორც უკიდურესად სენტიმენტალური და ნოსტალგიური ადამიანები, რომლებიც ხშირად ინახავენ განსაკუთრებულ სამახსოვრო ნივთებს, რომლებიც ათბობენ მათ დღეებს და სიხარულით ავსებენ მათ გულს.
იდეალისტები და ემპათიურები, INFP პიროვნული ტიპის ადამიანები ღრმა, სულიერი ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან და მოწოდებულად გრძნობენ თავს სხვების დასახმარებლად. ჩვენი საზოგადოების სწრაფი ტემპისა და კონკურენტული ბუნების გამო, ისინი ზოგჯერ თავს მარტოსულად ან უხილავად გრძნობენ, დაკარგულად იმ სამყაროში, რომელიც, როგორც ჩანს, არ აფასებს მათ უნიკალურ თვისებებს. თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ INFP-ები ასეთი მდიდარი მგრძნობელობითა და ღრმა შემოქმედებითობით არიან სავსენი, მათ გააჩნიათ უნიკალური პოტენციალი ღრმა კავშირების დასამყარებლად და პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
ყველაფერი, რაც ოქროს ფერს ატარებს, არაა ბრწყინვალე; არც ყველა მოხეტიალე არის დაკარგული; რაც ძველია და ძლიერია, არ ხმება; ღრმა ფესვებს ყინვა ვერ სწვდება.
ემპათიის ნიჭი
INFP-ები ადამიანური ბუნების სიღრმით გულწრფელად არიან დაინტერესებულნი. უკიდურესად ინტროსპექტიულები, ისინი შესანიშნავად გრძნობენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, მაგრამ ამავე დროს ძალიან სურთ სხვა ადამიანების გაგებაც. თანაგრძნობისა და არგამკითხველი ხასიათის გამო, ისინი ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ სხვის ისტორიას. როცა ვინმე მათ მიმართ გულწრფელად იხსნება ან დახმარებას სთხოვს, INFP-ები თავს პატივცემულად გრძნობენ, რომ შეუძლიათ მოუსმინონ და დაეხმარონ.
ემპათია INFP პიროვნული ტიპის ერთ-ერთი უდიდესი ნიჭია, თუმცა ზოგჯერ ის შეიძლება უარყოფითადაც აისახოს მათ ცხოვრებაში. მსოფლიო პრობლემები მათ ტვირთად აწევთ მხრებზე, ხოლო სხვა ადამიანების უარყოფითი განწყობა ან აზროვნება ხშირად თავადაც ემძიმებათ. თუ ისინი ვერ ისწავლიან საზღვრების დაწესებას, შესაძლოა თავს გადატვირთულად გრძნობდნენ იმდენი უსამართლობის გამო, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა.
საკუთარი სიმართლის თქმა
INFP-ებისთვის ძნელია თავს აიძულონ იყვნენ ისეთი, როგორებიც არ არიან. ემპათიურმა და ავთენტურმა ხასიათმა ხშირად უბიძგათ მათ, ეძებონ შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზები. გასაკვირი არაა, რომ ბევრ ცნობილ INFP-ს შორის არიან პოეტები, მწერლები, მსახიობები და ხელოვანები. მათ მუდმივად უტრიალებთ თავში აზრები ცხოვრების აზრსა და დანიშნულებაზე. თანაც, მათ უყვართ ახალი იდეებისა და სცენარების გამოგონება, რაშიც ფანტაზიას ამოქმედებენ.
ამ წარმოსახვით სამყაროებში, ეს სულიერი პიროვნებები იკვლევენ როგორც საკუთარ შინაგან ბუნებას, ასევე თავიანთ ადგილს ამქვეყნად. მართალია, ეს მშვენიერი თვისებაა, მაგრამ INFP-ები ზოგჯერ მოქმედების ნაცვლად ოცნებასა და ფანტაზიორობისკენ არიან მიდრეკილნი. დროდადრო, ეს პიროვნებები გონებაში ინტენსიურად მსჯელობენ საკუთარ თავთან, ბოლო მომენტამდე ებრძვიან არჩევანს. იმედგაცრუების, უკმაყოფილებისა და უუნარობის გრძნობის თავიდან ასაცილებლად, INFP-ებმა უნდა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები თავიანთი ოცნებებისა და იდეების რეალობად ქცევისთვის.
მოწოდების ძიებაში
ხშირად INFP-ები თავს გაურკვევლად ან გაჭედილად გრძნობენ, სანამ საკუთარი ცხოვრების არსს ან მიზანს არ მიაგნებენ. მედიატორების უმეტესობა სიღრმისეულად ითვალისწინებს სხვების გასახარებლად ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ უნდა ისწავლონ საკუთარი ენერგიის სწორად გამოყენება – წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გადაღლილობა იგრძნონ.
საბედნიეროდ, როგორც გაზაფხულის ყვავილი, მედიატორის იდეალიზმი და შემოქმედებითობა შეძლებს ისევ გაიფურჩქნოს ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ – სამყარო ვერასდროს იქნება სრულყოფილი, ისინი მაინც ცდილობენ მის გაუმჯობესებას, შეძლებისდაგვარად. სწორედ თავიანთი მშვიდი რწმენის წყალობით შეუძლიათ მედიატორებს თანაგრძნობის, სიკეთისა და სილამაზის განვრცობა ყველგან, სადაც აღმოჩნდებიან.