არქიტექტორი
აზრი წარმოადგენს ადამიანის სიდიადეს. ადამიანი ლერწამია, ბუნებაში ყველაზე სუსტი, მაგრამ მოაზროვნე ლერწამია.
INTJ ტიპის ადამიანები (არქიტექტორი) ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე პიროვნებები არიან, რომლებსაც ცოდნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ. მათთვის ფასეულია კრეატიული გამოგონება, მკაცრი ლოგიკა და საკუთარი თავის გაუმჯობესება. ისინი მუდმივად ცდილობენ გონებრივი უნარების განვითარებას და ხშირად აერთიანებს ღრმა სურვილი – დაეუფლონ ყოველი სახის თემას, რომელიც ოდესმე მოსწონებიათ.
ლოგიკურები და გონებამახვილები, INTJ-ები ამაყობენ დამოუკიდებელი აზროვნებით, თანაც საოცარი უნარით შეუძლიათ მყისიერად აღმოაჩინონ თვალთმაქცობა და უნამუსობა. რადგან მათი გონება წამითაც არ ასვენებს, ხანდახან უჭირთ ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებმაც შეძლონ მათი უწყვეტი ანალიზის ტემპს აჰყოვნ. მაგრამ როდესაც აისრულებენ ისეთ ადამიანს, ვინც მათ სიმძაფრესა და სიღრმეს აფასებს, მათთან ძალიან ძლიერ, ინტელექტუალურად ამაღელვებელ ურთიერთობას ამყარებენ, რომელსაც ძალიან უფრთხილდებიან.
პიონერული სულისკვეთება
INTJ-ები ეჭვის თვალით უყურებენ თითქმის ყველაფერს, თავიანთ შეხედულებებს კი მტკიცე მტკიცებულებებსა და რაციონალურ ანალიზს ამყარებენ. მაშინ, როცა ბევრი ადამიანი სტატუს-კვოს ენდობა და სხვების დაკვალიანებით ხელმძღვანელობს, სკეპტიკურად განწყობილი INTJ-ები თავად ადგენენ წესებს. უკეთესი შედეგის ძიებაში, ისინი არ უშინდებიან წესების დარღვევას ან უკმაყოფილების გამოწვევას – სინამდვილეში ხშირად სიამოვნებთ კიდეც ეს ყველაფერი.
მაგრამ, როგორც თავად INTJ-ები ამბობენ, ახალი იდეა არაფრად ღირს, თუ ის პრაქტიკაში არ მუშაობს. მათ სურთ იყვნენ წარმატებულები, არა უბრალოდ გამორჩეულად „გამჭრიახები.“ საქმის შესრულებისას უდიდეს მონდომებას იჩენენ, სრულად იყენებენ თავიანთი გამჭრიახობის, ლოგიკისა და ნებისყოფის ძალას. მათ აკლიათ მოთმინება ყველას მიმართ, ვინც ცდილობს შეანელოს ისინი უაზრო წესებით ან გაუწონასწორებელი კრიტიკით – თუმცა გონივრულ შენიშვნებს, როგორც წესი, იღებენ.
პიროვნების ამ ტიპს ახასიათებს ძლიერი დამოუკიდებლობის წადილი. INTJ-ები თავისუფლად მოქმედებენ მარტოც – ხშირად მათთვის უფრო კომფორტულია მარტოობა – ალბათ იმიტომ, რომ არ უყვართ სხვების დალოდება. ურჩევნიათ, გადაწყვეტილება მიიღონ თვითონ, ვიდრე სხვის აზრს დაელოდონ. თუმცა ამგვარი მარტოხელა მგლის ქცევა ზოგჯერ შეიძლება სხვების აზრებს, სურვილებსა და გეგმებს სრულიად უგულებელყოფდეს.
ამასთან, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ INTJ-ები უგულოები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპულად მათ მიმართ არსებობს მოსაზრება, თითქოს „ცივი ინტელექტი“ აქვთ, ისინი რეალურად ღრმად გრძნობენ. როცა რამე არასწორად მიდის ან ვინმეს ტკივილს აყენებენ, ამას პირადულად განიცდიან და დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმის გასაგებად, რატომ მოხდა ასე. შეიძლება ყოველთვის არ მიაჩნდეთ ემოცია საუკეთესო ინსტრუმენტად გადაწყვეტილების მისაღებად და უჭირდეთ გულიან ადამიანებთან იდენტიფიცირება, მაგრამ ეს მათი ადამიანურობის დაფარვას არ ნიშნავს.
ცოდნის წყურვილი
INTJ-ები ერთდროულად შეიძლება იყვნენ ყველაზე თამამი მეოცნებეებიც და ყველაზე მწარე პესიმისტებიც. მათ სჯერათ, რომ ნებისყოფითა და ინტელექტით შეუძლიათ შეასრულონ ყველაზე ძნელი ამოცანებიც. მტკიცედ სწამთ, რომ როცა ადამიანი ირჩევს მარტივ გზას, დიდი წარმატების შანსს კარგავს. თუმცა, ზოგადად, შესაძლოა ადამიანების ბუნების მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, მიაჩნდეთ, რომ ბევრი ადამიანი ზარმაცი, უფანტაზიო ან უბრალოდ საშუალოზე მეტის მიღწევის უუნაროა.
INTJ-ები დიდწილად თვითშეფასებას ცოდნასა და გონებრივ უნარებზე აფუძნებენ. სკოლაში მათ „წიგნის ჭიებად“ ან „გონიერებად“ მოიხსენიებდნენ. ამისგან შეურაცხყოფას ბევრ სხვა ტიპთან შედარებით ნაკლებად გრძნობენ – პირიქით, ხშირად ამ იარლიყს სიამაყით იღებენ. მათ იციან, რომ შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი თავად შეისწავლონ და დაიმორჩილონ, იქნება ეს კოდირება, კაპოეირა თუ კლასიკური მუსიკა, თუკი საკმარისად აინტერესებთ.
მართალია, INTJ-ები ზოგჯერ ერთპიროვნულად არიან კონცენტრირებულნი ცოდნაზე, მათი მოთმინება ელემენტარულ ნივთებზე, „ცარიელ“ საუბარსა და ჭორებზე ძალიან დაბალია. თუმცა მოსაწყენები ან უხასიათოებიც არ არიან – ბევრი INTJ გამოირჩევა თავისებური, ირონიული იუმორით. გულგრილობაშიც თუ ადანაშაულებენ, რეალურად, ხშირად საკმაოდ სასაცილონი და ძლიერი სარკასტული იუმორის მქონეები არიან.
სოციალური იმედგაცრუებები
INTJ-ები სითბოთი თუ „ფაფუკობით“ ნამდვილად არ გამოირჩევიან. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია რაციონალურობა და წარმატება, ვიდრე თავაზიანი ფორმალური ჭუკჭუკი – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურჩევნიათ იყონ მართლები, ვიდრე პოპულარულები. რადგანაც ჭეშმარიტებასა და სიღრმეს აფასებენ, ბევრი სოციალური პრაქტიკა – მსუბუქი საუბარიდან დაწყებული უწყინარი ტყუილებით დამთავრებული – შეიძლება უაზრობად ან სრული სისულელედაც კი მიაჩნდეთ. შედეგად, მხოლოდ გულწრფელობის მცდელობისას შეიძლება უნებურად უხეშები ან შეურაცხმყოფელებიც კი გამოჩნდნენ.
მაგრამ, ნებისმიერ პიროვნებასავით, INTJ-ებსაც სჭირდებათ სოციალური ინტერაქცია – უბრალოდ ურჩევნიათ ისეთი ადამიანების გარემოცვაში იყვნენ, რომლებიც მათ ფასეულობებსა და პრიორიტეტებს იზიარებენ. ხშირად ეს იმით მიიღწევა, რომ ისინი თავად არიან საკუთარი თავის ერთგულები. როდესაც INTJ-ები მიჰყვებიან თავიანთ ინტერესებს, მათი ავთენტურობა იზიდავს ადამიანებს – პროფესიულადაც, სოციალურადაც და რომანტიკულ ურთიერთობებშიც.
ცხოვრების ჭადრაკი
INTJ ტიპის ადამიანები ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით არიან სავსე. ისინი ერთდროულად ფანტაზიორებიც არიან და გადამწყვეტი მოქმედებებისთვისაც მზად არიან, ამბიციურებიც და ჩაკეტილებიც, საინტერესოებიც და მიზანმიმართულებიც. გარედან ეს წინააღმდეგობები შესაძლოა დაბნეულობას იწვევდეს, მაგრამ საკმარისია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ამ პიროვნების გონება, რომ ყველაფერი ლოგიკურ სახეს მიიღებს.
ამ პიროვნებებისათვის ცხოვრება უზარმაზარ ჭადრაკის თამაშს ჰგავს. შემთხვევითობაზე დაყრდნობის ნაცვლად, INTJ-ები სტრატეგიას ეყრდნობიან და ნებისმიერ სვლას წინასწარ აფასებენ — რომელ სვლას რა ძლიერი და სუსტი მხარე აქვს. ისინი არასდროს კარგავენ რწმენას, რომ საკმარისი გამჭრიახობითა და უნარიანობით შეუძლიათ იპოვონ გამარჯვების გზა – როგორი გამოწვევაც არ უნდა წარმოიშვას გზად.