ტაქტიკოსი პიროვნება

INTJ-A / INTJ-T

ტაქტიკოსი INTJ-A / INTJ-T

„აზროვნება ადამიანის სიდიადეს წარმოადგენს. ადამიანი ბუნებით უსუსტესი ლერწამია, მაგრამ მოაზროვნე ლერწამია.“

ბლეზ პასკალი

სათავეში შესაძლოა მარტოსულად იგრძნო თავი. როგორც ერთ-ერთი უიშვიათესი ხასიათის ტიპის წარმომადგენელმა და ერთ-ერთმა ყველაზე უნარიანმა, ტაქტიკოსმა (INTJ) ეს ყველაფერი კარგად იცის. რაციონალური და გონიერი ტაქტიკოსები ამაყობენ იმით, რომ აქვთ საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ უცნაურ ნიჭზე, დაინახონ სიყალბისა და თვალთმაქცობის მიღმა. ვინაიდან მათი გონება არასდროს ისვენებს, ტაქტიკოსისთვის რთულია იპოვოს ისეთი ადამიანები, რომლებიც აჰყვებიან გარშემო ყველაფრის დაუსრულებელ ანალიზში.

ტაქტიკოსი (INTJ) პიროვნება

პიონერული სულისკვეთება

ტაქტიკოსები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. ბევრი სხვადასხვა ტიპის ხასიათის მქონე ადამიანი ეყრდნობა სტატუს-კვოს, სტანდარტულ ბრძნულ აზრებსა და სხვადასხვა ადამიანის გამოცდილებას საკუთარი ცხოვრების წარმართვისას. თუმცა ყოველთვის სკეპტიკურად განწყობილი ტაქტიკოსები უპირატესობას საკუთარ აღმოჩენებს ანიჭებენ. რაიმეს კეთების უკეთესი გზების ძიებაში, მათ არასდროს ეშინიათ წესების დარღვევის ან მიუღებლობის – პირიქით, ისინი ტკბებიან ამით.

თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხასიათის ეს ტიპი აქვს, გეტყოდათ, რომ ახალი იდეა არაფრად ღირს, თუ ის ნამდვილად არ მოქმედებს. ტაქტიკოსებს სურთ იყვნენ წარმატებულები და არა უბრალოდ გამჭრიახები. ისინი სამუშაოზე მიზანმიმართულად კონცენტრირდებიან და იყენებენ გამჭრიახობის, ლოგიკისა და ნებისყოფის მთელ ძალას. ღმერთმა არ ქნას ვინმემ შეანელოს ისინი უაზრო წესებით ან ცუდად გააზრებული კრიტიკით.

ტაქტიკოსებს, რომლებიც მოწოდებით დამოუკიდებლები არიან, სურთ თავი აარიდონ ადამიანების მოლოდინებს და განახორციელონ საკუთარი იდეები.

პიროვნების ეს ტიპი ძლიერი დამოუკიდებელი თვისებით ხასიათდება. ტაქტიკოსები არ არიან წინააღმდეგი იმოქმედონ დამოუკიდებლად, ალბათ იმიტომ, რომ არ სურთ ლოდინი, თუ როდის წამოეწევიან სხვები. ისინი, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ გადაწყვეტილებების მიღებას სხვების ჩარევის გარეშე. ხანდახან ეს მარტოხელა მგლის მიდგომა მათ არასენსიტიურს ხდის, ვინაიდან ისინი არ ითვალისწინებენ სხვა ადამიანების ფიქრებს, სურვილებსა და გეგმებს.

თუმცა შეცდომა იქნებოდა ტაქტიკოსის დახასიათება, როგორც არამზრუნველი ადამიანისა. როგორიც არ უნდა იყოს სტერეოტიპები მათი სტოიკური ინტელექტის შესახებ, ეს პიროვნებები მძაფრად გრძნობენ ყველაფერს. როდესაც რაღაც არასწორად ხდება ან როდესაც სხვებს გულს სტკენენ, ტაქტიკოსები პირადად განიცდიან ამას და დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმაზე ფიქრში, თუ რატომ მოხდა ასე. შეიძლება ისინი შეიძლება ყოველთვის არ აფასებდნენ ემოციას, როგორც გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, თუმცა ისინი ნამდვილად ადამიანურები არიან.

ცოდნის წყურვილი

ტაქტიკოსები შეიძლება იყვნენ როგორც ყველაზე თამამი მეოცნებეები, ასევე ყველაზე პესიმისტები. მათ სწამთ, რომ ნებისყოფითა და ინტელექტით შეუძლიათ მიაღწიონ ყველაზე ძნელად განსახორციელებელ მიზნებსაც. თუმცა ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანი შეიძლება ცინიკურად იყოს განწყობილი ადამიანური ბუნების მიმართ, თვლიან რა, რომ ადამიანების უმეტესობა ზარმაცი, წარმოსახვის უნარის არმქონეა ან უბრალოდ განწირულია არაფრით გამორჩეულობისთვის.

ტაქტიკოსები თვითშეფასების დიდ ნაწილს თავიანთი ცოდნისა და გონების სიმახვილიდან იღებენ. სკოლაში შესაძლოა მათ „წიგნის ჭიებს“ ან „სწავლაზე თავგადაკლულებს“ ეძახდნენ. თუმცა ამ იარლიყს ბევრი ტაქტიკოსი არა შეურაცხყოფად, არამედ სარგებლად მიიჩნევს. ისინი აღიარებენ საკუთარ უნარს, ისწავლონ და დახელოვდნენ ნებისმიერ თემაში, რაც აინტერესებთ, იქნება ეს კოდირება, კაპოეირა თუ კლასიკური მუსიკა.

ტაქტიკოსები ახალ რაღაცებს მხოლოდ დემონსტრირებისთვის არ სწავლობენ – ისინი გულწრფელად ტკბებიან მათი ცოდნის საზღვრების გაფართოებით.

ტაქტიკოსები შეიძლება მიზანსწრაფულები იყვნენ, უაზრობის, ყურადღების გაფანტვის ან უაზრო ჭორების მიმართ ნაკლები ინტერესით განმსჭვალული. თუმცა ისინი ძალიან შორს არიან მოსაწყენისგან ან იუმორს მოკლებულიდან. ბევრი ტაქტიკოსი ცნობილია უპატივცემულო მახვილგონიერებით და მათი სერიოზული შესახედაობის უკან, ისინი მკვეთრ, საოცრად სარკასტულ იუმორის გრძნობას მალავენ.

სოციალური იმედგაცრუება

ტაქტიკოსები არ გამოირჩევიან სითბოთი და სინაზით. ისინი რაციონალურობასა და წარმატებას ამჯობინებენ ზრდილობიანობასა და თავაზიანობას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურჩევნიათ იყვნენ მართალი, ვიდრე პოპულარული. ამით აიხსნება ის, თუ რატომ არის შექმნილი ამდენი უარყოფითი წარმოსახვითი პერსონაჟი ხასიათის ამ ტიპზე დაყრდნობით.

ვინაიდან ტაქტიკოსები აფასებენ სიმართლესა და სიღრმისეულობას, ბევრი ცნობილი სოციალური პრაქტიკა – მსუბუქი საუბრებიდან დაწყებული არა საზიანო ტყუილებით დამთავრებული – შესაძლოა მათთვის უაზრო ან სულელური იყოს. შედეგად, უნებლიედ შეიძლება უხეშები ან შეურაცხმყოფელებიც კი ჩანდნენ, როცა ისინი უბრალოდ გულახდილობას ცდილობენ.

ზოგჯერ ტაქტიკოსები იმასაც ფიქრობენ, აქვს თუ არა აზრი სხვა ადამიანებთან საქმის დაჭერას იმედგაცრუების რისკის ფასად.

მაგრამ როგორც ხასიათის სხვა ტიპის მქონე ადამიანებს, ტაქტიკოსებსაც სურთ სოციალური ინტერაქცია – მათ ურჩევნიათ გარშემო ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც იზიარებენ მათ ფასეულობებსა და პრიორიტეტებს. ხშირად ისინი ამის მიღწევას რეალური სახის წარმოჩენით ახერხებენ. როდესაც ტაქტიკოსები საკუთარ ინტერესებს მიჰყვებიან, მათი ბუნებრივი თავდაჯერებულობა ადამიანებს იზიდავს - პროფესიულად, სოციალურად და რომანტიულადაც კი.

ცხოვრება, როგორც ჭადრაკი

ტაქტიკოსები სავსე არიან წინააღმდეგობებით. ისინი ერთდროულად არიან ფანტაზიორები და შეუპოვრები, ამბიციურები და ჩაკეტილები, ცნობისმოყვარეები და ფოკუსირებულნი. გარედან ეს წინააღმდეგობები შესაძლოა დამაბნეველი ჩანდეს, მაგრამ აზრს იძენს მაშინ, როცა იაზრებ, თუ როგორ მუშაობს ტაქტიკოსის გონება.

ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრება ჭადრაკს წააგავს. ეყრდნობიან რა სტრატეგიას და არა შანსს, ტაქტიკოსები განიხილავენ თითოეული ნაბიჯის ძლიერ და სუსტ მხარეებს მათ გადადგმამდე. ისინი არასდროს კარგავენ იმის რწმენას, რომ საკმარისი სიმარჯვითა და გამჭრიახობით შეძლებენ გამარჯვებისათვის საჭირო გზის პოვნას, რა სახის გამოწვევაც არ უნდა შეხვდეთ ცხოვრებაში.

სახელგანთქმული ტაქტიკოსები