ლოგიკოსი

INTP პიროვნება

ლოგიკოსები არიან ინოვაციური გამომგონებლები ცოდნის დაუოკებელი წყურვილით.

სცენა, რომელიც ასახავს INTP პიროვნების ტიპს (ლოგიკოსი). ზრდასრული ქალი INTP დგას ლაბორატორიული აღჭურვილობისა და სამეცნიერო აპარატურის შუაგულში. INTP ხელში იჭერს კოლბას და ჩაფიქრებული გამომეტყველებით ათვალიერებს მას. საერთო შთაბეჭდილება არის ბრწყინვალე გონების, რომელიც ფიქრებშია ჩაძირული, გარშემორტყმული საკუთარი ინტელექტუალური მისწრაფებებისა და სამეცნიერო ექსპერიმენტების პროდუქტებით.
I ინტროვერტი N ინტუიტიური T მოაზროვნე P მაძიებელი

ლოგიკოსი

მთავარი ის არის, რომ არასდროს უნდა გაჩერდე შეკითხვების დასმას. ცნობისმოყვარეობას საკუთარი მიზეზი აქვს.

ალბერტ აინშტაინი

INTP ტიპის ადამიანები (ლოგიკოსი) ამაყობენ თავისი უნიკალური ხედვებითა და ენერგიული ინტელექტით. მათ არ შეუძლიათ არ დაფიქრდნენ სამყაროს იდუმალებებზე — რაც ალბათ ხსნის იმას, თუ რატომ იყვნენ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსები და მეცნიერები სწორედ INTP ტიპის. ამ ტიპის ადამიანებს ურჩევნიათ მარტო ყოფნა, რადგან საკუთარ თავთან დარჩენისას ადვილად ერთვებიან ფიქრებში. ამასთან, ისინი წარმოუდგენლად კრეატიულები და გამომგონებლები არიან, არ ეშინიათ განსხვავებული აზროვნების გამოხატვის ან ბრბოსგან გამორჩეულობის.

გონების ცხოვრება

INTP-ები ხშირად იკარგებიან საკუთარ ფიქრებში – რაც აუცილებლად ცუდი არ არის. ისინი თითქმის არასდროს წყვეტენ ფიქრს. გაღვიძებისთანავე მათ ტვინში იდეები, კითხვები და ხედვები იწყებს დინებას. ზოგჯერ შეიძლება წამში კამათიც კი წარმართონ საკუთარ თავთან. არცთუ იშვიათად, საუბრის დროს სხვებისგან „გათიშული“ რჩებიან – მათი გონება უცებ უხვევს უცნობი ფიქრების სამყაროში, სადაც ახალი იდეები უწყვეტად იბადება.

წარმოსახვისა და ცნობისმოყვარეობის მქონე INTP პიროვნული ტიპის ადამიანებს უსაზღვროდ ხიბლავთ საკუთარი გონების მუშაობის პროცესი.

გარედან, INTP-ები ზოგჯერ ისე გამოიყურებიან, თითქოს დაუსრულებელ ოცნებებში არიან ჩაფლულნი. მათ ხშირად აქვს ფიქრებში ჩაძირულის, ჩაკეტილის ან ოდნავ თავშეკავებულის რეპუტაცია. ეს იქამდე გრძელდება, სანამ აქტიურად არ შეეცდებიან მთელი გონებრივი ენერგიის კონცენტრირებას აქ და ამჟამად, კონკრეტულ თემაზე ან პიროვნებაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომელ რეჟიმში არიან, INTP-ები ინტროვერტირებული პიროვნებები არიან და დიდხანს სოციალიზაცია აღვიძებს მათში დაღლილობას. გრძელი დღის შემდეგ, მათ სჭირდებათ მარტო დარჩენა საკუთარ ფიქრებთან.

INTP-ები აფასებენ დამოუკიდებლობას და ხშირად ყველაზე პროდუქტიულები არიან გვიან ღამით, როცა ყურადღებას თითქმის ვერაფერი უფანტავთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად გულჩათხრობილი ან უკარებაა. თუ შეხვედრიან ვინმეს, ვინც მათ გონებრივ ტემპს გაიზიარებს, ლოგიკოსები უბრწყინვალდებიან – ერთ ფიქრს მეორეზე გადაერთვებიან. ცოტა რამ თუ ანიჭებს მათ უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე იდეების გაცვლა ან მხიარული დებატები სხვა ცნობისმოყვარე სულთან.

INTP პიროვნება (ლოგიკოსი)

ეს ელემენტარულია, ჩემო ლოგიკოსო

INTP ტიპის ადამიანებს უყვართ შაბლონების ანალიზი. ხშირად, თითქმის გაუცნობიერებლად, შერლოკ ჰოლმსის მსგავსი ალღო აქვთ შეუსაბამობებისა და უადგილო დეტალების გამოსავლენად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი იდეაა ლოგიკოსისთვის ტყუილის თქმა.

ირონიულია, მაგრამ სიტყვას ყოველთვის ვერ უნდა ვენდოთ. ლოგიკოსები იშვიათად არიან არაგულწრფელები, თუმცა ხშირად ზედმეტი იდეებითა და თეორიებით „იფუფქებიან“, რომელთაც ბოლომდე არ უფიქრიათ. მათ შეუძლიათ წამის უმალ შეიცვალონ აზრი – კვირის გეგმიდან დაწყებული ფუნდამენტური მორალური პრინციპებით დამთავრებული – ისე, რომ ვერც კი გააცნობიერონ, რომ აქამდე თითქოს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდათ. გარდა ამისა, სიამოვნებით ირგებენ ეშმაკის ადვოკატის როლს, რათა გააგრძელონ საინტერესო დისკუსია.

INTP ტიპის ადამიანებისთვის საუკეთესო საუბრები ჰგავს იდეების „ტვინის შტურმს“, სადაც საკმარისი სივრცე რჩება უჩვეულო აზრებისთვისა და უცნაური „რა მოხდებოდა თუ...“ სცენარებისთვის.

INTP-ები აღფრთოვანებული არიან იდეებისა და შესაძლებლობების ზედმიწევნით გააზრებით – ხშირადაც ასე იქცევიან. თუმცა პრაქტიკული, ყოველდღიური სამუშაო, რომელიც ამ იდეების განხორციელებას უკავშირდება, ყოველთვის ვერ იპყრობს მათ ყურადღებას. საბედნიეროდ, როცა საქმე რთული, მრავალფენიანი პრობლემის გააზრებასა და კრეატიული გადაწყვეტის პოვნას ეხება, ცოტა ვინმე თუ შეედრება ლოგიკოსების გამომგონებლურ გენიასა და პოტენციალს.

სამყაროს საიდუმლოებანი

ამ ხასიათის მქონე ადამიანებს სურთ ყველაფრის გაგება სამყაროში, მაგრამ განსაკუთრებით ერთ რამეზე ფიქრობენ: ადამიანურ ბუნებაზე. როგორც სახელიც მიგვითითებს, INTP-ები (ლოგიკოსები) თავს ყველაზე კომფორტულად ლოგიკისა და რაციონალურობის სამყაროში გრძნობენ. ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ იქცევიან ადამიანები ხშირად ალოგიკურად, ემოციურად – მათ შორის თვითონაც.

ეს არ ნიშნავს, რომ INTP-ები უგრძნობლები არიან. პირიქით, მათ, როგორც წესი, სურთ ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს, მაგრამ უბრალოდ არ იციან როგორ. და რადგან ხშირად ვერ წყვეტენ, როგორ მოახდინონ ყველაზე ეფექტურად თანაგრძნობაზე ფოკუსირება, შესაძლოა საერთოდ თავი შეიკავონ რაიმეს თქმისგან ან გაკეთებისგან.

ამგვარი „ანალიზის პარალიზს“ შეუძლია გავლენა მოახდინოს INTP-ების ცხოვრების არაერთ სფეროში. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები შესაძლოა გადაჭარბებულად ფიქრობდნენ უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზეც კი. ეს მათ დამუხრუჭებას იწვევს, იწვევს გაუნძრევლობას, იმდენად იღლებიან უწყვეტი ფიქრების ჯაჭვით, რომ ქმედითად ვეღარ მოქმედებენ.

კარგი ამბავი ის არის, რომ ისინი დიდხანს არ რჩებიან ასეთ მდგომარეობაში. მათი გამორჩეული ძლიერი მხარეები მშვენივრად ეხმარება მათ, რომ თავი დაიძვრინონ პერიოდული „საზრისული სტაგნაციიდან.“ კრეატიულობისა და ღია გონების გამოყენებით, INTP-ები ახერხებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას – როგორც მოაზროვნეები, ასევე ბედნიერი, სრულფასოვანი პიროვნებები.