კონსული
წაახალისეთ, ხელი შეუწყეთ და გააძლიერეთ ერთმანეთი. რადგანაც ერთ ადამიანზე გავრცელებულ პოზიტიურ ენერგიას ყველანი ვგრძნობთ.
ESFJ პიროვნების ტიპის მქონე ადამიანებისთვის (კონსულები) ცხოვრება ყველაზე ტკბილია, როცა სხვებთან არის გაზიარებული. ეს კომუნიკაბელური ადამიანები ავითარებენ საზოგადოებებს, უხსნიან კარებსა და გულს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს და მეზობლებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი წმინდანები არიან ან ყველა მოსწონთ. სინამდვილეში, მეგობრობასა და ახლო ურთიერთობას უფრო მარტივად ამყარებენ იმათთან, ვინც იზიარებს მათ ფასეულობებსა და შეხედულებებს. თუმცა მიუხედავად სხვების რწმენებისა, ენთუზიასტები სჯერათ სტუმართმოყვარეობისა და თავაზიანობის ძალის და ხშირად ხედავენ პასუხისმგებლობად, რომ თავის გარშემო მყოფების ცხოვრება გაამარტივონ. გულუხვი და სანდო ხასიათის მქონე ადამიანების ეს ტიპი ყოველთვის მზადაა, მცირე თუ დიდი საქციელებით, შეკრან და გააძლიერონ თავიანთი ოჯახები და საზოგადოება.
პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრების სილამაზე
ESFJ პიროვნების ტიპის ადამიანები ალტრუისტები არიან: სჯერათ, რომ ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა დაეხმარონ ხალხს და გააკეთონ სწორი საქმე. ხშირად სწამთ, რომ არსებობს სწორი მიდგომა თითქმის ყველა სიტუაციაში. მაშინ, როცა ზოგი ადამიანი ლმობიერად ან პასიურად ეკიდება ცხოვრებისეულ თემებს, ESFJ-ები შეიძლება რთულად ეგუებოდნენ იმას, თუ რატომ იღებს ვიღაც “არასწორ” გზას. შედეგად, მათთვის რთულია იმის მიღება, როდესაც ვინმე – განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი – არ ეთანხმება მათ ან ირჩევს გზას, რომელიც მათთვის გაუგებარია.
ზოგადად, აქვთ მკაფიო შეხედულებები სწორსა და არასწორზე, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ გამოკვეთილ აზრებზე. მაგრამ ეს შეხედულებები შემთხვევითი არასდროს არის – ისინი ხშირად ტრადიციული ფასეულობებიდან იღებენ სათავეს. ენთუზიასტებს სწამთ, რომ ყოველი ჩვენი ქმედება სხვებზე ახდენს გავლენას, ამიტომაც ემყარებიან დადგენილ წესებს, პროტოკოლებსა და სოციალურ ნორმებს, რათა თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი გახდეს.
ხანგრძლივი ურთიერთობების შენება
მხარდამჭერები და კომუნიკაბელური ენთუზიასტები ნებისმიერ წვეულებაზე შესამჩნევები არიან – სწორედ ისინი დარწმუნდებიან, რომ სტუმრებს კარგი დრო აქვთ. მაგრამ ნუ შეგეშლებათ, ისინი მხოლოდ დროებითი მხიარულებისთვის არ გამოჩნდებიან – გულით ერთგულები არიან, აგებენ ხანგრძლივ ურთიერთობებს და ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ მათ, როცა გჭირდებათ დახმარება ან უბრალოდ მოსმენა. თავად ის ფაქტი, რომ ვინმე მათზეა დამოკიდებული, ხშირად აცოცხლებს ენთუზიასტებს.
რადგანაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ წესრიგსა და სტრუქტურას, ენთუზიასტებს ურჩევნიათ წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები სპონტანურ თავშეყრებს. მათ სიამოვნებთ მასპინძლობის აღება საკუთარ თავზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი სათანადოდ მიმდინარეობს. პიროვნების ამ ტიპის მქონე ადამიანები დიდ ენერგიას დებენ სხვების ბედნიერებისა და დაფასების უზრუნველსაყოფად, რის გამოც შეიძლება გულთან მიიტანონ, თუ მათი ძალისხმევა სათანადოდ არ დაფასდება.
ხშირად, ენთუზიასტებისთვის ერთ-ერთი მთავარი ცხოვრებისეული გამოწვევა არის იმის მიღება, რომ სხვა ადამიანების აზრებზე, ქცევასა თუ გადაწყვეტილებებზე უშუალო კონტროლი არ აქვთ – თუნდაც ეს უახლოესი ადამიანები იყვნენ. საბედნიეროდ, მათ შეუძლიათ ჰპოვონ სიმშვიდე და რეალიზაცია იმაში, რაშიაც საუკეთესოები არიან: პირადი მაგალითის მიცემა მზრუნველობაში, თანაგრძნობასა და პასუხისმგებლობაში – თანაც, პროცესში ადამიანების გაერთიანებით.